გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა
გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა
12:26 17.03.2021
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მარკ კლეიტონს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო განიხილეს. გრიგოლ ლილუაშვილმა ბრიტანელ დიპლომატს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული ვითარება გააცნო.

შეხვედრის მონაწილეებმა კიბერუსაფრთხოების საკითხები და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები განიხილეს. მხარეებმა კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებით თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებზეც ისაუბრეს.

გრიგოლ ლილუაშვილმა დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს შორის არსებულ შედეგიან პარტნიორულ ურთიერთობებს გაუსვა ხაზი და მარკ კლეიტონს ეფექტური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.



ბეჭდვა