ანრი ოხანაშვილი გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) აღმასრულებელ დირექტორს, ტომას კიმმესვენგერს შეხვდა
ანრი ოხანაშვილი გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) აღმასრულებელ დირექტორს, ტომას კიმმესვენგერს შეხვდა
20:33 15.03.2021
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) აღმასრულებელ დირექტორთან, ტომას კიმმესვენგერთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ჩვენი ქვეყნის მეგობრებისთვის და პარტნიორებისთვის, ამ შემთხვევაში კი, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანებისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს COVID -19 პანდემიის პირობებში როგორი მოცემულობა იქნება სამართლებრივი თვალსაზრისით და როგორ მოხდება ეკონომიკის სფეროს წახალისება.

„შეხვედრა ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო. მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით გავცვალეთ პოზიციები. მე გამოვხატე მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი და მზადყოფნა ყველა მათთვის საინტერესო საკითხზე გავცვალოთ მოსაზრებები და მივაწოდოთ მეტი ინფორმაცია", - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

შეხვედრას, ასევე ესწრებოდა იურდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი მიხეილ დაუშვილი.
ბეჭდვა