აქციის მონაწილეებმა ფილარმონიასთან მერაბ სეფაშვილის და ბუბა კიკაბიძის ვარსკვლავები გადაღებეს
აქციის მონაწილეებმა ფილარმონიასთან მერაბ სეფაშვილის და ბუბა კიკაბიძის ვარსკვლავები გადაღებეს
21:01 20.09.2012
ფილარმონიასთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა მერაბ სეფაშვილისა და ბუბა კიკაბიძის ვარსკვლავები წითლად შეღებეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მომღერალმა მერაბ სეფაშვილმა პრეზიდენტ სააკაშვილს გმირი უწოდა და სიმღერა - „ჩემი გმირი გიწოდე“ მიუძღვნა.

„რაც შეეხება ბუბა კიკაბიძეს, მისი ვარკვლავი იმიტომ გადავღებეთ, რომ როცა ჩვენ აქ შეკრებილები ვიყავით, იგი ფილარმონიის აივანზე იდგა და ცინიკურად იცინოდა“ - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ფილარმონიასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ.

ბეჭდვა