„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის როლანდ ახალაიას სოფელ კოკის შტაბის ზონის
უფროსმა რამაზ შენგელიამ თანამდებობა დატოვა.
როგორც „ნიუსპრესს“ საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი ალასანიას პრესსამსახურში განუცხადეს, შენგელიასთან ერთად, დღეს ახალაიას საარჩევნო შტაბი ნუკრი ნარმანიამ, სიმონ და ალიკა ბენდელიანებმა დატოვეს და „ქართულ ოცნებას“ შეუერთდნენ.
„გუშინ გავრცელებული ფაქტების გამო, არანაირი სურვილი და მორალური უფლება არ მაქვს დავრჩე აქ, როდესაც ჩვენს ძმებს აწამებენ. ამ ხალხთან არ დავრჩები და მოვუწოდებ ყველა ქართველს, ყველა ვაჟკაცს, რომ დადგეს ქრისტიანულ გზაზე“ - განაცხადა შენგელიამ.
საარჩევნო შტაბის ყოფილმა წევრებმა ნუკრი ნარმანიამ, სიმონ და ალიკა ბენდელიანებმა სიმბოლურად 5 ნომრიანი მაისურები გაიხადეს.
