იენს სტოლტენბერგი: საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან, მაგრამ ამისთვის ნატოს სტანდარტები უნდა დააკმაყოფილონ
იენს სტოლტენბერგი: საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან, მაგრამ ამისთვის ნატოს სტანდარტები უნდა დააკმაყოფილონ
12:53 05.03.2021
ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველოსა და უკრაინისთვის ნატოს კარი ღია რჩება, მაგრამ ქვეყნებს მოუწევთ დააკმაყოფილონ ნატოს სტანდარტები და რეფორმებზე იყვნენ ორიენტირებულები.

„ნატოს კარი ღია რჩება. ბუქარესტის სამიტზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან, მაგრამ ამისთვის, რომ წევრები გახდნენ მათ ნატოს სტანდარტები უნდა დააკმაყოფილონ. ჩემი გზავნილი ორივე ქვეყნისთვის არის ის, რომ ისინი ორიენტირებული უნდა იყვნენ რეფორმებზე, ინსტიტუტების რეფორმირებასა და მოდერნიზებაზე, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე, კორუფციასთან ბრძოლაზე. თუ კი ქვეყანას სურს ნატოს წევრი გახდეს, როგორც ეს საქართველოსა და უკრაინის შემთხვევაშია, ეს ნატოს წევრებისა და ამ ქვეყნების გადასაწყვეტია და არავისი სხვისი. რუსეთი ვერ უარყოფს სუვერენული სახელმწიფოს უფლებას, რომ შემოგვიერთდეს“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ბეჭდვა