3 მარტს, დავით ზალკალიანი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას ეწვევა
3 მარტს, დავით ზალკალიანი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას ეწვევა
13:53 03.03.2021
2021 წლის 3 მარტს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი პირისპირ და გაფართოებული ფორმატით შეხვედრას გამართავს თურქ კოლეგასთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან, რის შემდეგაც მედიისთვის გაკეთდება მინისტრების ერთობლივი განცხადებები.

თურქეთში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია დავით ზალკალიანის შეხვედრა თურქეთის ვიცე-პრეზიდენტთან ფუათ ოქთაისთან. ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი ანკარაში ყვავილებით შეამკობს მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავს.
ბეჭდვა