პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლები სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრის ხათუნა კალმახელიძის დაპატიმრებას მოითხოვენ.
როგორც „თავისუფალი საქართველოს“ განცხადებაშია ნათქვამი, პატიმართა წამების ამსახველი ვიდეო კადრების გავრცელების შემდეგ კალმახელიძის გადადგომა ისეთივე ცინიზმია, როგორიც პატიმრების წამება.
„მოვითხოვთ, სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი სასწრაფოდ დააკავონ და ყველა იმ პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრან, ვინც პატიმრებზე სასტიკ ძალადობას ახორციელებდა“ - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
„თავისუფალი საქართველო“ მიიჩნევს, რომ საზოგადოება ამ შემთხვევაშიც ისეთივე აქტიური უნდა იყოს, როგორიც სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით.
პარტია დედაქალაქსა და რეგიონებში დაგეგმილ საპროტესტო აქციებს უერთდება და სამოქალაქო საზოგადოებას სოლიდარობისკენ მოუწოდებს.
