"ნაციონალური მოძრაობა" 15:00 საათზე კანცელარიასთან აქციას აანონსებს
"ნაციონალური მოძრაობა" 15:00 საათზე კანცელარიასთან აქციას აანონსებს
09:54 23.02.2021
პოლიტიკური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 15:00 საათზე, სახელმწიფო კაცელარიასთან საპროტესტო აქციას აანონსებს.

ამის შესახებ განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ გააკეთა და მოსახლეობას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ნაცმოძრაობის ოფისიდან პარტიის თავმჯდომარე, სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილი და პატიმრობამისჯილი ნიკა მელია აიყვანეს.

ბეჭდვა