ბედუკაძე - სერგო თეთრაძის მკვლელობის დამკვეთი ბაჩო ახალაია და მეგის ქარდავა არიან, ხოლო შემსრულებელი ალექსანდრე მუხაძე
ბედუკაძე - სერგო თეთრაძის მკვლელობის დამკვეთი ბაჩო ახალაია და მეგის ქარდავა არიან, ხოლო შემსრულებელი ალექსანდრე მუხაძე
13:42 20.09.2012
გლდანის მე-8 საპყრობილის ყოფილი თანამშრომელი ვლადიმერ ბედუკაძე აცხადებს, რომ დაზვერვის პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე  გაუპატიურების დროს ალექსანდრე მუხაძეს შემოაკვდა.

ამის შესახებ ვლადიმერ ბედუკაძემ მედიაკავშირ „ობიექტივის“ ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, სერგო თეთრაძე პირადად ალექსანდრე მუხაძემ რეზინის ხელკეტით, ე.წ „დუბინკით“ გააუპატიურა.

„ამას კი ალექსანდრე მუხაძე ბაჩო ახალაიასთვის პირადად იღებდა. აღნიშნული ჩანაწერი მე არ მაქვს, რადგან ის „მაღალი ხარისხის“ ვიდეოა, რომელიც ახალაიასთვის საინტერესო იყო. მათ ალექსანდრე თეთრაძის სამშობლოს ღალატისთვის გასამართლება და სააკაშვილთან ქულების დაწერა უნდოდათ“ – განაცხადა ბედუკაძემ.

მისივე თქმით, ის მზადაა სასამართლო პროცესზე მოწმედ გამოვიდეს და დამატებით ორი-სამი მოწმე პირადად წარადგინოს.

„დამერწმუნეთ, როგორც კი სააკაშვილის ხროვა ხელისუფლებიდან წავა ბევრ გახმაურებულ საქმესთან ერთად, თეთრაძის საქმეც გაიხსნება. დამკვეთი ბაჩო ახალაია და მეგის ქარდავაა, ხოლო შემსრულებელი პირადად ალექსანდრე მუხაძე და, რა თქმა უნდა, რეჟიმის სამსახურის უფროსი ოლეგ ფაცაციაა “ – აღნიშნა ბედუკაძემ.

ძებნაში მყოფი ბედუკაძე სერგო თეთრაძის ოჯახს მსგავსი ინფორმაციის გახმაურებისთვის ბოდიშს უხდის.

ბეჭდვა