კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ანსამბლ სუხიშვილების რამდენიმე მოცეკვავე შეუერთდა. როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ ბიძინა
ივანიშვილის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, მოცეკვავეებმა რომეო ყუბანეიშვილმა, დავით საკანელიძემ, გიორგი დაუშვილმა, ბექა გელაშვილმა და გიორგი მაისურაძემ „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერა გამოუცხადეს.
კოალიციის ინფორმაციით, ისინი მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში არსებული სიტუაცია არ უტოვებს გზას ხელოვანებს პოლიტიკურ პროცესებს განერიდონ. ახალგაზრდების თქმით, დროა, ხელოვანებმაც გამოხატონ საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიცია იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რაც ქვეყანაში ხდება.
