შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას „ტვიტერზე" ეხმაურება
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას „ტვიტერზე" ეხმაურება
20:13 16.02.2021
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ენ ლინდე საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შესახებ „ტვიტერზე" წერს.

როგორც ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე აღნიშნავს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მნიშვნელოვანი დისკუსია შედგა.

„გვქონდა მნიშვნელოვანი დისკუსია პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიასთან. აუცილებელია ევროპის უსაფრთხოების წესრიგის წინაშე მდგარ გამოწვევებთან ბრძოლა ეუთოს პრინციპების დაცვის და ვალდებულებების შესრულების, ასევე დიალოგისა და ჩართულობის გზით", - აღნიშნავს შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი.
ბეჭდვა