ევროკავშირი გლდანის საპყრობილეში პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ამსახველი კადრებით შოკირებულია
ევროკავშირი გლდანის საპყრობილეში პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ამსახველი კადრებით შოკირებულია
12:15 20.09.2012
ევროკავშირი გლდანის საპყრობილეში პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ამსახველი შემაძრწუნებელი კადრებით შოკირებულია.

ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მისიებთან შეთანხმებით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ფაქტი სხვა ინციდენტები სიღრმისეულად და გამჭვირვალედ გამოიძიონ და პასუხისმგებელი პირებიმართლმსაჯულების წინაშე წარსდგნენ.

„პატიმართა მიმართ დამამცირებელი მოპყრობა ადამიანის უფლებათა დარღვევის უმნიშვნელოვანესი საკითხია, როგორც ეს სახალხო დამცველის ანგარიშებშია მოხსენიებული. მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, ყველა ზომა გამოიყენოს ამ დარღვევების ეფექტური აღმოფხვრისთვის“ - ნათქვამია განცხადებაში.

გლდანის მე-8 საპყრობილის ადმინისტრაციის თანამშრომლების მიერ პატიმრის ფიზიკური შეურაცხყოფის ამსახველი კადრები თავდაპირველად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

ციხის თანამშრომლების მხრიდან პატიმრის წამების ამსახველი კადრები მოგვიანებით ტელეკომპანია „მაესტომ“ და „მე-9 არხმაც“ გაავრცელა. „მე-9 არხს“ აღნიშნული ვიდეოჩანაწერი გლდანის მე-8 დაწესებულების ყოფილმა თანამშრომლემა ვლადიმერ ბედუკაძემ მიაწოდა.

ამის გამო საპროტესტო აქციები სასჯელაღსრულების და შსს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით 18 სექტემბერს, გვიან ღამით გლდანის მე-8 საპყრობილესთან, ასევე თბილისის ფილარმონიასთან გაიმართა. საპროტესტო აქციები იმართება თბილისსა და რეგიონებშიც.

სასჯელაღსრულების მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ თნამდებოდა უკვე დატოვა.

ბეჭდვა