„ფეისბუქის“ ერთ-ერთ გვერდზე გავრცელებული მიმართვა ვანო მერაბიშვილის ოფიციალურ განცხადებას არ წარმოადგენს
„ფეისბუქის“ ერთ-ერთ გვერდზე გავრცელებული მიმართვა ვანო მერაბიშვილის ოფიციალურ განცხადებას არ წარმოადგენს
10:56 20.09.2012
სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ ერთ-ერთ გვერდზე გავრცელებული მიმართვა არ წარმოადგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ოფიციალურ  განცხადებას - ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის აპარატი ავცელებს.

აპარატში აზუსტებენ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის სახელით, სოციალურ ქსელებში უამრავი არაოფიციალური გვერდი არის შექმნილი, ხოლო ერთ-ერთ მათგანზე გავრცელდა „პრემიერ-მინისტრის მიმართვა“, რომელიც არ წარმოადგენს ოფიციალურ განცხადებას.

პრემიერ–მინისტრის აპარატის განცხადებით, ვანო მერაბიშვილის ოფიციალური მიმართვების ნახვა სოციალურ ქსელში შესაძლებელია მხოლოდ ორ ოფიციალურ გვერდზე - (https://www.facebook.com/Merabishvili.vano და https://www.facebook.com/GeorgianGovernment).

ბეჭდვა