ბრიტანეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები პატიმართა წამების წინააღმდეგ აქციას გამართავენ
ბრიტანეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები პატიმართა წამების წინააღმდეგ აქციას გამართავენ
08:58 20.09.2012
ბრიტანეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები დღეს ლონდონში საქართველოს საელჩოს წინ შეიკრიბებიან და საქართველოს ციხეებში პატიმრების წინააღმდეგ ძალადობისა  და წამების ფაქტებს გააპროტესტებენ.

ამის შესახებ „ნიუსპრესს“ ემიგრანტებმა ლონდონიდან აცნობეს.

„ჩვენ ვიქნებით ბევრნი და დღევანდელ ხელისუფლებას ვაჩვენებთ ჩვენს გაბრაზებას. ვაჩვენებთ, რომ არასოდეს მივატოვებთ ჩვენს ძმებს გაჭირვებაში, ყოველთვის დავიცავთ მათ ღირსებას და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს ადამიანების დაჩაგვრის, დამცირების, შეურაცხყოფის დრო“ - აცხადებენ ემიგრანტები.

მათი განცხადებით, ემიგრანტები დღევანდელ აქციაში მონაწილეობისთვის ლონდონში სხვადასხვა რეგიონიდან ჩადიან.

ქართველი ემიგრანტები ლონდონში პარლამენტის შენობის წინ გუშინაც შეიკრიბნენ.

18 სექტემბრს საღამოს ტელეეთერით პატიმრებზე ძალადობისა და წამების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ, საქართველოში საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების საპროტესტო გამოსვლები დაიწყო.


ბეჭდვა