„ნაციონალური მოძრაობის“ ჩოხატაურის შტაბის ყოფილი უფროსი ხვალ პრესკონფერენციას გამართავს
„ნაციონალური მოძრაობის“ ჩოხატაურის შტაბის ყოფილი უფროსი ხვალ პრესკონფერენციას გამართავს
22:05 19.09.2012
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ჩოხატაურის შტაბის ყოფილი უფროსი ედიშერ სიხარულიძე ხვალ საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს.

პრესკონფერენციაზე სიხარულიძე კონკრეტულ სქემაზე ისაუბრებს, თუ როგორ იყო ჩართული სამხედრო კომისარიატი საარჩევნო საკითხებში, რა მეთოდით ხდება ამომრჩეველზე ზეწოლა და რა თანხებით ფინანსდებიან საარჩევნო შტაბის წევრები.

კამპანია „ეს შენ გეხებას“ ინფორმაციით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსმა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის ყოფილმა წევრმა ედიშერ სიხარულიძემ პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა და შტაბში მუშაობაზე უარი განაცხადა.

ბეჭდვა