პატიმრების წამების წინააღმდეგ მიმართული საზოგადოების საპროტესტო აქცია ამ წუთებში ე.წ. მოდულის შენობასთან მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეებმა მოდულის შენობის ტერიტორიაზე სიმბოლურად ცოცხი გადააგდეს.
პროტესტის მონაწილეებს ხელში უჭირავთ ტრაფარეტები წარწერით „არ აწამო!“, „არა ძალადობას!“ და სხვა.
საზოგადოების წარმომადგენლები პატიმრების ცემის, წამებისა და სექსუალური ძალადობის ფაქტებს აპროტესტებენ. პროტესტს მოსახლეობა ფანჯრებიდან ცოცხების გადმოფენით შეუერთდა.
პატიმრების წამების ამსახველ კადრებში, რომლებიც ტელევიზიებით გავრცელდა, ცოცხი ფიგურირებს, როგორ პატიმრების შეურაცხყოფის ერთ-ერთი საშუალება.
