უსუფაშვილი - "რესპუბლიკურ პარტიას" კანონით დაკისრებული ვალდებულებები შესრულებული აქვს
უსუფაშვილი - "რესპუბლიკურ პარტიას" კანონით დაკისრებული ვალდებულებები შესრულებული აქვს
18:38 04.03.2012
"რესპუბლიკურ პარტიას" ამ დროისთვის, ვინმესთან რაიმეს წარდგენის ვალდებულება არ აქვს.  ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი დავით უსუფაშვილი აცხადებს.
მისი თქმით, პარტიას კანონის მიერ დაკისრებული ყველა ვალდებულება შესრულებული აქვს, მათ შორის კონტროლის პალატასთან.
" ჩვენ ერთხელ უკვე უარი ვუთხარით კონტროლის პალატას უკანონო და უსაფუძვლო მოთხოვნის შესრულებაზე, რომ მათთვის მიგვეწოდებინა არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიში. პარტიის 2011 წლის ანგარიში ჩაბარებულია და სხვა რა ანგარიში უნდა ჩავაბარო არ ვიცი, რადგან კანონი არაფერს გვავალებს. დღევანდელი მდგომარეობით, მე არ ვთვლი, რომ "რესპუბლიკურ პარტიას" კიდევ ვინმესთან რაიმე აქვს წარსადგენი", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახური "რესპუბლიკური პარტიისაგან" არაკომერციული იურიდიული პირის - "რესპუბლიკური ინსტიტუტის" ფინანსური საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენას ითხოვს.

ბეჭდვა