სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს.
როგორც „ნიუსპრესს“ პრემიერ-მინისტრის აპარატის საგარეო და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა განუცხადა, დეპარტამენტის ხელმძღვანელად შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე დაინიშნა.
გარდა ამისა, უტიაშვილის თქმით, შეიცვალა გლდანის საპყრობილის ხელმძღვანელი. ხელმძღვანელობის ცვლილება საქართველოს სხვა ციხეებშიც მიმდინარეობს.
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრების წამების ამსახველი ვიდეო-მასალის გავრცელების შემდეგ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი დავით ჭაკუა უწყების ხელმძღვანელის ხათუნა კალმახელიძის ბრძანებით გათავისუფლდა.
