არჩილ თალაკვაძე: პარტია „მოქალაქეებთან“ მოლაპარაკებები პოზიტიური შედეგით დასრულდა
არჩილ თალაკვაძე: პარტია „მოქალაქეებთან“ მოლაპარაკებები პოზიტიური შედეგით დასრულდა
19:44 29.01.2021
„გვქონდა მოლაპარაკებები პარტია „მოქალაქეებთან“, რომელიც დღეს პოზიტიური შედეგით დასრულდა - გავაფორმეთ დოკუმენტი, სადაც ასახულია ჩვენს მიერ საჯაროდ გაცხადებული პირობა საარჩევნო რეფორმის შემდეგ ეტაპზე.

ეს რეფორმა ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებით ჩატარდება.

დოკუმენტი ღიაა სხვა ოპოზიციური პარტიებისთვისაც და შეუძლიათ შეთანხმებას მათაც მოწერონ ხელი და პარლამენტში შემოვიდნენ“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.


ბეჭდვა