ბურჯანაძეს კალმახელიძის გადადგომა პრობლემების მოგვარებისთვის არასაკმარისად მიაჩნია
ბურჯანაძეს კალმახელიძის გადადგომა პრობლემების მოგვარებისთვის არასაკმარისად მიაჩნია
18:36 19.09.2012
პარტია „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ლიდერს ნინო ბურჯანაძეს სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად მინისტრ ხათუნა  კალმახელიძის გადადგომა საკმარისად არ მიაჩნია. ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ დღეს საგანგებო განცხადების გაკეთებისას აღნიშნა.

მისი თქმით, ხათუნა კალმახელიძე სასჯელაღსრულების სისტემის არც შემოქმედია და არც მისი სულისჩამდგმელი.

„ყველამ კარგად ვიცით, რომ პრობლემა გაცილებით ღრმაა, ვიდრე ერთი მინისტრის გადაგომა-არ გადადგომის საკითხი“-აღნიშნა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, 2011 წლის 26 მაისს აქციის დაშლის დროს დაპატიმრებულთა აბსოლუტური უმრავლესობა გლდანის საპყრობილეში იმყოფება.

„აღნიშნულ ფაქტზე საერთაშორისო თანამეგობრობამ, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, თვალი დახუჭა და რეაგირება არ მოახდინა. 2011 წლის 26 მაისის შემდეგ დაპატიმრებულთა უმრავლესობა გლდანის საპყრობილეში უკანონოდ იმყოფება“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისინი უკვე დიდი ხანია გლდანის ციხიდან გადაყვანილი უნდა იყვნენ.




ბეჭდვა