ირაკლი ჩიქოვანი: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას წარვუდგენთ იმ პოზიტიურ შედეგებსა და შთამბეჭდავ გეგმებს, რომელიც საქართველოს მთავრობას გააჩნია
ირაკლი ჩიქოვანი: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას წარვუდგენთ იმ პოზიტიურ შედეგებსა და შთამბეჭდავ გეგმებს, რომელიც საქართველოს მთავრობას გააჩნია
13:08 27.01.2021
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საქართველოს დელეგაცია კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგებზე და ასევე, იმ გეგმებზე ისაუბრებს, რომელიც ქვეყანას ვაქცინაციის თვალსაზრისით აქვს.

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით დებატები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე დღეს გაიმართება.

ქართული დელეგაცია ასევე, ყურადღებას გაამახვილებს იმ მთავარ ასპექტებზე, რომელიც აქვს ეროვნული ვაქცინაციის გეგმას. ისაუბრებს ეროვნული გეგმით გათვალისწინებულ სამიზნე ჯგუფებზე და იმ პერიოდზე რომელზეც გათვლილია ეს ვაქცინაციის გეგმა.

„გვაქვს იმის მოლოდინი, რომ ჩვენ შევძლებთ საერთაშორისო საზოგადოებას ამ შემთხვევაში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას წარვუდგინოთ ის პოზიტიური შედეგები და მართლაც მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი გეგმები, რომელიც საქართველოს მთავრობას ამ მიმართულებით გააჩნია“, - განაცხადა საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენერლმა ირაკლი ჩიქოვანმა.


ბეჭდვა