მარიამ ქვრივიშვილი: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველო წარადგენს Covid19- ის გამოწვევის დაძლევის შესახებ გეგმას
მარიამ ქვრივიშვილი: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველო წარადგენს Covid19- ის გამოწვევის დაძლევის შესახებ გეგმას
13:05 27.01.2021
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე Covid19-ის ვაქცინაციის საკითხს განიხილავენ. საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრის, მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, სხვადასხვა ქვეყნებს შესაძლებლობა ექნებათ, მოხსენებით გამოვიდნენ.

„მოხარული ვართ, რომ საქართველო გააკეთებს შესაბამის განცხადებას, რის ფარგლებშიც წარვადგენთ გეგმას ქვეყანაში Covid19-ის გამოწვევის დაძლევის შესახებ და ,რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს ვაქცინაციის სტრატეგიის შესახებ, რაც ჩვენს ქვეყანას დაეხმარება ძალიან სწრაფად დაძლიოს არსებული გამოწვევა და აღადგინოს ეკონომიკა“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.


ბეჭდვა