აქციაზე გურამ ჩახვაძის გამოჩენას ხმაური მოყვა
აქციაზე გურამ ჩახვაძის გამოჩენას ხმაური მოყვა
16:54 19.09.2012
სახელმწიფო კანცელარიასთან მიმდინარე აქციაზე „ეროვნულ- დემოკრატიული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის გურამ ჩახვაძის გამოჩენას ხმაური მოყვა.

ჩახვაძემ თავდაპირველად ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ აუცილებელია, გამოძიების ჩატარება, რათა სასჯელაღსრულების სისტემაში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით სამართლიანი გამოძიება ჩატარდეს.

ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა მას ხელისუფლების სატელიტი უწოდეს და შეძახილებით და ყვირილით დაედევნენ. ჩახვაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სკანდირებდნენ „სირცხვილი, სირცხვილი“.

ედპ-ს წარმომადგენელს აქციის მონაწილეები ხელითაც შეეხნენ და წყალი და „კოკა-კოლა“ შეასხეს.

ამ დროისთვის ჩახვაძე ტერიტორიას ტოვებს, ხოლო აქციის მონაწილეები შეძახილებით მიყვებიან. მათ შეჩერებას აქციის ორგანიზატორები ცდილობენ.

ამასთან, აქციის ორგანოზატორებმა მათ, ვინც ჩახვაძესთან დაკავშირებულ ინციდენტში მიიღეს მონაწილეობა, აქციის დატოვება მოსთხოვეს და აღნიშნეს, რომ დღევანდელი აქციის მიზანი პროვოკაციების მოწყობა არ არის.

ბეჭდვა