სააკაშვილი - სახალხო დამცველის მიერ სასჯელაღსრულების სისტემის კრიტიკა სამართლიანი აღმოჩნდა
სააკაშვილი - სახალხო დამცველის მიერ სასჯელაღსრულების სისტემის კრიტიკა სამართლიანი აღმოჩნდა
16:50 19.09.2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების სისტემაში სახალხო დამცველის ინსტიტუტის გაძლიერების აუცილებლობაზე საუბრობს.

„მთელი ეს წლები გიორგი ტუღუში ამ სისტემაზე ლაპარაკობს და აკრიტიკებს. როგორც გაირკვა, სამართლიანად“ - განაცხადა სააკაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო თათბირზე.

მისი თქმით, ამ დროისთვის სახალხო დამცველი საქართველოში არ იმყოფება და როდესაც დაბრუნდება, პრეზიდენტი მას შეხვდება.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ომბუდსმენის წარმომადგენელი ყველა საპატიმროში უნდა იყოს და უნდა შეეძლოს შევიდეს მონიტორინგის ჯგუფით დაწესებულებაში, როდესაც საჭიროდ ჩათვლის.


ბეჭდვა