გიორგი გახარია ესტონეთის პრემიერს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს
გიორგი გახარია ესტონეთის პრემიერს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს
15:18 25.01.2021
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, კაია კალასს ესტონეთის პირველ ქალ პრემიერ-მინისტრად დანიშნვას ულოცავს.

როგორც მთავრობის მეთაური, „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე წერს, ის დარწმუნებულია, რომ ქვეყნებს შორის არსებული უნიკალური პარტნიორობა და მეგობრული ურთიერთობა კვლავ წარმატებით განვითარდება.

„ესტონეთის პირველ ქალ პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ვულოცავ კაია კალასს. მოუთმენლად ველი თქვენთან მჭიდრო თანამშრომლობას და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული უნიკალური პარტნიორობა და მეგობრული ურთიერთობა კვლავ წარმატებით განვითარდება“, - აღნიშნავს გიორგი გახარია.
ბეჭდვა