საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრების წამების ფაქტების გამოძიებას და დამნაშავე პირების დასჯას ითხოვს.
ტელეკომპანიების მიერ გავრცელებულ კადრებს აშშ-ს საელჩო საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა.
„ვიზიარებთ ყველა ქართველის გაოგნებასა და შეძრწუნებას იმ საშინელი ქმედებებით, რომელიც გავრცელებულ კადრებშია ასახული. აღსანიშნავია, რომ მთავრობამ ამ საქმის გამოძიება დაიწყო. საქართველოს სახალხო დამცველს თავის მოხსენებაში, ხოლო ჩვენ სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის ყოველწლიურ მოხსენებაში აღნიშნული გვაქვს, რომ საქართველოში პატიმართა უფლებების დარღვევა სერიოზული საკითხია და ის უნდა გადაიჭრას“ - ნათქვამია გნაცხადებაში.
საელჩო სთხოვს საქართველოს მთავრობას, სრულყოფილად და გამჭვირვალედ ჩაატაროს გამოძიება და უმოკლეს დროში უზრუნველყოს, რომ პასუხისმგებელი პირები მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ.
