ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას მოთმინებისა და სიმშვიდისკენ მოუწოდებს
ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას მოთმინებისა და სიმშვიდისკენ მოუწოდებს
15:44 19.09.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას მოთმინებისა და სიმშვიდისკენ მოუწოდებს.  ამის შესახებ მან განცხადება პატიმრების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებების გამო მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას დღეს, დუშეთში გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, საჭიროა მოახლოებული არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდეს.

„ძალიან დაძაბულია ხალხი, ძალიან ჭარბობს ემოციები. მინდა კიდევ მოვუწოდო საქართველოს მოსახლეობას მოთმინებისკენ, არ იჩქაროთ, ეს არ იყო ერთადერთი უბედურება, რაც თქვენ გუშინ ნახეთ, გაცილებით მეტი აქვთ მათ გაკეთებული. არ იჩქაროთ, არჩევნებია კარზე მომდგარი. უნდა მოვახერხოთ, რომ მშვიდობიანად გავისტუმროთ ეს ხელისუფლება“ - განაცხადა ივანიშვილმა.

ბეჭდვა