საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრს ვანო მერაბიშვილს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სასჯელაღსრულების თანამშრომლების გამოყვანა
და იქ პატრულის ჯგუფების შეყვანა დაავალა.
ამის შესახებ პრეზიდენტმა საგანგებო თათბირზე განაცხადა, რომელიც მის სამუშაო კაბინეტში მიმდინარეობს. თათბირს პრემიერ-მინისტრი, იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და მთავრი პროკურორი მურთაზ ზოდელავა ესწრებიან.
„განსაკუთრებით იმ პრობლემურ ციხეებში მთლიანად გაწიეთ თანამშრომლები და დროებით შეიყვანეთ პოლიციის პატრული“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი განმარტებით, ეს არის დროებითი ღონისძიება, სანამ გადარჩევა-გადახალისება მოხდება.
„შეიყვანეთ პატრულის ჯგუფები, ეს არ არის ბოლომდე პატრულის ფუნქცია, მაგრამ სიტუაცია საგანგებოა. ეს დროებითი ზომაა, მანამ, სანამ ფუნდამენტურად არ შეცვლით ყველაფერს“ - განაცხადა პრეზიდენტმა თათბირზე.
