"ქართულ ოცნებას" ახალი თავმჯდომარე ჰყავს
"ქართულ ოცნებას" ახალი თავმჯდომარე ჰყავს
15:45 16.01.2021
პოლიტიკურ პარტია "ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" ახალი თავმჯდომარე ჰყავს.

აღნიშნულ თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა პარტიის ყრილობამ დღეს ერთხმად დაამტკიცა.

ირაკლი კობახიძე გარკვეული პერიოდის განმავლობაში წინა მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე იყო. არის მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც პარტიის დამფუძნებელმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიზნესმენმა და ქველმოქმედმა, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება.

ბეჭდვა