ცაგურია - გლდანის მე-8 დაწესებულებაში პატიმრებს ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა შეუზღუდეს
ცაგურია - გლდანის მე-8 დაწესებულებაში პატიმრებს ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა შეუზღუდეს
14:49 19.09.2012
უფლებადამცველ დაჩი ცაგურიას ინფორმაციით, გლდანის მე-8 დაწესებულებაში პატიმრებს ყველანაირი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა შეუზღუდეს.

როგორც ცაგურიამ „ნიუსპრესს“ განუცხადა, გლდანის მე-8 დაწესებულებაში რადიოსიხშირე გამორთეს და პატიმრებს ფანჯრები ამოუქოლეს.

მისი განმარტებით, ეს იმ მიზნით გაკეთდა, რათა ციხეში ბუნტი არ დაიწყოს.

„ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, პატიმრებზე ხელი არ აღმართონ, თორემ ციხეში ამოვალპობთ“ - აღნიშნა მან.




ბეჭდვა