მურმან დუმბაძის თქმით, საპატიმროებში ადამიანთა ტანჯვა უნდა დასრულდეს
მურმან დუმბაძის თქმით, საპატიმროებში ადამიანთა ტანჯვა უნდა დასრულდეს
12:54 19.09.2012
საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მურმან დუმბაძე მიიჩნევს,  რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტები ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს.

ამის შესახებ დუმბაძემ „ქართული ოცნების“ ლიდერებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, გუშინ გავრცელებულ კადრებში ადამიანის ტანჯვა თვალნათლივ გამოიკვეთა.

„საქართვლოს ყველა მოქალაქეს განსაკუთრებით კი, ამომრჩეველს მოვუწოდებ, რომ არჩევნებზე მობილიზება მოახდინონ. სააკაშვილის რეჟიმი საარჩევნო ბიულეტენებით უნდა დავასრულოთ“ - განაცხადა მურმან დუმბაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხში პასუხისმგებლობა მხოლოდ სასჯელაღსრულების მინისტრს ხათუნა კალმახელიძეს არ ეკისრება, რადგან კალმახელიძე მიხეილ სააკაშვილის სისტემის ნაწილია.



ბეჭდვა