„ქართული ოცნების“ ახალგაზრდები დღეს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციებს გამართავენ
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდები დღეს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციებს გამართავენ
11:19 19.09.2012
საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები დღეს თბილისსა და სხვადასხვა ქალაქებში  პატიმართა მხარდასაჭერად საპროტესტო აქციებს სახელწოდებით - „ეს უნდა დამთავრდეს“ გამართავენ.

როგორც „ნიუსპრესს“ „ქართული ოცნებიდან“ აცნობეს, საპროტესტო აქციები რუსთავში, ბათუმში, ზუგდიდსა და ქუთაისში მდებარე საპატიმროებთან ჩატარდება.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, თბილისში აქცია სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროსთან გაიმართება.

საზოგადოების პროტესტი გუშინ შსს-ს მიერ გლდანის მე-8 საპყრობილეში პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტების შესახებ ვიდეომასალის გავრცელებას მოჰყვა.

გუშინვე, ტელეკომპანია „მაესტროსა“ და „მე-9 არხის“ ეთერში სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმართა წამების შესახებ დამატებითი ვიოდემასალები გავრცელდა.

მასალების გავრცელების შემდეგ, სამოქალაქო საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და უფლებადამცველები გლდანის მე-8 საპყრობილესა და ფილარმონიასთან შეიკრიბნენ. აქციები გაიმართა ასევე, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში.

საპროტესტო აქცია დღეს ფილარმონიასთნ 12:00 საათზე განახლდება.

ბეჭდვა