აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელმეორედ დანიშვნას ულოცავს
აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელმეორედ დანიშვნას ულოცავს
18:39 30.12.2020
ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭო გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელმეორედ დანიშვნას ულოცავს.

მილოცვა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.


„საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და ახლად დამტკიცებულ მთავრობას ვულოცავ პარლამენტის მხრიდან ნდობის გამოცხადებას.

შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის თქვენთან მუშაობას აშშ-საქართველოს ხანგრძლივი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების მიმართულებით“, - ნათქვამია მილოცვაში.

ბეჭდვა