„დედა ენის“ პარკში საქართველოში ჩამოსულ ქართველ ემიგრანტთა აქცია მიმდინარეობს
„დედა ენის“  პარკში საქართველოში ჩამოსულ ქართველ ემიგრანტთა აქცია მიმდინარეობს
18:27 18.09.2012
„დედა ენის“ პარკში საქართველოში ჩამოსულ ქართველ ემიგრანტთა აქცია მიმდინარეობს, რომელიც პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის და კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილის  ახალი სიმღერით „ჩვენ დავბრუნდებით“ გაიხსნა.

„1 ოქტომბერი ქართველი ემიგრანტების დაბრუნების პირველი ეტაპი იქნება“- ამის შესახებ აქციაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართველი ემიგრანტები დემოკრატიული საქართველოსთვის“ ხელმძღვანელმა მამუკა ლიპარტელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო დღეებში საქართველოში ისტორიული ფაქტი მოხდა, როდესაც მსოფლიოს 11 ქვეყნიდან რვაასამდე ემიგრანტი ჩამოვიდა საქართველოში, რათა საპარლამენტო არჩევნებში მათი ხმები დაცული იყოს.

ლიპარტელიანის თქმით, ხელისუფლებამ ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება წაართვა.

„ემიგრანტებს აქვთ ერთადერთი ოცნება, რაც შეიძლება მალე დაბრუნდნენ საქართველოში. ერთადერთი ძალა, რომლის იმედიც შეიძლება ემიგრანტებს ჰქონდეთ, კოალიცია „ქართული ოცნებაა“-განაცხადა ლიპარტელიანმა.

ამ დროისთვის აქციაზე 300-მდე ადამიანია შეკრებილი.

ბეჭდვა