„ღია დემოკრატიის კომიტეტი“ 1 ოქტომბრის არჩევნებს ვეღარ დააკვირდება
„ღია დემოკრატიის კომიტეტი“ 1 ოქტომბრის არჩევნებს ვეღარ დააკვირდება
18:12 18.09.2012
„ღია დემოკრატიის კომიტეტს“ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების დაკვირვებაზე უარი უთხრა.

როგორც „ნიუსპრესს“ „ღია დემოკრატიის კომიტეტიდან“ აცნობეს, მონიტორინგის ჯგუფი არჩევნებს ვეღარ დააკვირდება.

„ღია დემოკრატიის კომიტეტის“ წარმომადგენლები აღნიშნულთან დაკავშირებით ხვალ პრესკონფერენციას გამართავენ.

კომიტეტის წარმომადგენელთა განცხადებით, ცესკო-ს აღნიშნული გადაწყვეტილებით, დემოკრატიის ფონზე მოულოდნელი ვითარება შეიქმნა.

ამერიკულ ორგანიზაცია - „ღია დემოკრატიის კომიტეტს“ არჩევნების დასაკვირვებლად, ბოლო 2 წლის განმავლობაში უკრაინაში, მოლდოვაში, სლოვენიასა და მონტენეგროში აკრედიტაცია ექვსჯერ აქვს მიღებული.

კომიტეტი 1 ოქტომბერს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, საქართველოში გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიას აპრილიდან ახორციელებს.

ბეჭდვა