საქართველოს ვიცე-პრემიერი, სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში ეკა ტყეშელაშვილი საქართველოში მცხოვრებ ებრაელებს
„როშ ჰაშანას“ დღესასწაულს ულოცავს.
„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენს მრავალეთნიკურ და მრავალკონფესიურ ქვეყანაში ყველაფერი გაკეთდება და დღესაც ბევრი რამ კეთდება, თქვენი უძველესი კულტურისა და თვითმყოფადობის აღორძინების, განახლებისა და მხარდაჭერისთვის“- ნათქვამია მინისტრის განცხადებაში.
„როშ ჰაშანა“ ებრაელთა ეროვნული დღესასწაულია. თორის მიხედვით, ამ დღეს უფალმა შექმნა ადამიანი, ის აღნიშნავს ახალი წლის დასაწყისს და ძველის დამთავრებას.
„როშ ჰაშანას“ დღეებში ებრაელები ცხვრის რქის საკრავს უკრავენ და ხილს, განსაკუთრებით, თაფლში ამოვლებულ ვაშლს მიირთმევენ.
