„ღია დემოკრატიის კომიტეტს“ მონტენეგროს საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად აკრედიტაცია მიენიჭა
„ღია დემოკრატიის კომიტეტს“ მონტენეგროს საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად აკრედიტაცია მიენიჭა
15:55 18.09.2012
„ღია დემოკრატიის კომიტეტი“ 14 ოქტომბერს მონტენეგროში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება.

როგორც „ღია დემოკრატიის კომიტეტის“ აღმასრულებელი დირექტორი ბრაიან მეფორდი აცხადებს, დემოკრატია ადვილი პროცესი არაა და მას ყოველთვის შენარჩუნება სჭირდება.

მისი თქმით, კომიტეტი საპარლამენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის დაწყებას მოუთმენლად ელის.

„ღია დემოკრატიის კომიტეტის“ თანათამჯდომარის ბრუს ბარსელონას განცხადებით, 2012 წელი მათთვის მნიშვნელოვანი, დატვირთული სეზონია.

„1 ოქტომბერს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, საქართველოში აპრილიდან გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიას ვახორციელებთ, ხოლო შემდეგ მონტენეგროში მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიით გადავინაცვლებთ“ - განაცხადა ბრუს ბარსელონამ.

მისივე თქმით, კომიტეტი ასევე, 28 ოქტომბერს უკრაინაში დანიშნულ საპარლამენტო, ხოლო 11 ნოემბერს სლოვენიაში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდება.

„ღია დემოკრატიის კომიტეტი“, რომელიც 2010 წელს დაარსდა, არასამთავრობო, საერთაშორისო საარჩევნო მონიტორინგის ორგანიზაციაა.

ბეჭდვა