ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები - გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელი ანტი ტურუნენი და სამხრეთ კავკასიისა და კრიზისის საკითხებში
ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ფილიპ ლეფორი დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს სერგი კაპანაძეს შეხვდებიან.
ამის შესახებ „ნიუსსპრესს“ საგარეო პოლიტიკურ უწყებაში განუცხადეს.
შეხვედრაზე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე 10-11 ოქტომბერს დაგეგმილ 21-ე რაუნდზე განსახილველ საკითხებზე ისაუბრებენ.
თანათავმჯდომარეები გუშინ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრს ვიაჩესლავ ჩირიკბას შეხვდნენ.
ჟენევის დისკუსიები 2008 წლის ოქტომბრიდან იმართება ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს მინაწილეობით.
