აგრარულ საკითხთა კომიტეტში საორგანიზაციო სხდომა გაიმართა
აგრარულ საკითხთა კომიტეტში საორგანიზაციო სხდომა გაიმართა
19:40 15.12.2020
აგრარულ საკითხთა კომიტეტში დღეს პირველი, საორგანიზაციო სხდომა გაიმართა.

სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები აირჩიეს. კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ კოლეგებმა მხარი დაუჭირეს ალექსანდრე მოწერელიას კანდიდატურას. მოადგილედ, უმრავლესობის კვოტით, სამველ მანუკიანი აირჩიეს.

სხდომაზე ასევე შეიმუშავეს და დაამტკიცეს კომიტეტის დებულება.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა კოლეგებს მოკლედ გააცნო წინა მოწვევის პარლამენტში კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობა.
ბეჭდვა