„ქართული ოცნების“ აქცია ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე გაიმართება
„ქართული ოცნების“ აქცია ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე გაიმართება
14:00 18.09.2012
საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ აქცია ზუგდიდში გამგეობის შენობასთან, ცენტრალურ მოედანზე გაიამართება.

როგორც „ნიუსპრესს“ „ქართული ოცნების“ პრესსამსახურში განუცხადეს, ცენტრალურ მოედანზე აქციის გამართვის შესახებ ზუგდიდის მერიამ თანხმობა უკვე ოფიციალურად გასცა.

„ქართული ოცნების“ რიგით მეთერთმეტე აქცია ზუგდიდში 22 სექტემბერს 16:00 საათზე დაიწყება.

ბეჭდვა