კელი დეგნანი: ვისურვებდი, პარლამენტში ყველა არჩეული წევრი გვეხილა
კელი დეგნანი: ვისურვებდი, პარლამენტში ყველა არჩეული წევრი გვეხილა
14:24 11.12.2020
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ პარლამენტში დღეს ყველა არჩეული პოლიტიკური სუბიექტი არ შევიდა.

ამის შესახებ ელჩმა მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

"ვისურვებდით, რომ პარლამენტის ყველა არჩეული წევრი გვეხილა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, რათა მათ პარლამენტის ტრიბუნიდან ებრძოლათ იმ მიზნებისთვის, რომლის მიღწევაც სურთ" - განაცხადა დეგნანმა.

საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დღეს გაიმართა. მას ოპოზიციის წარმომადგენლები არ ესწრებიან.

ბეჭდვა