თორნიკე გორდაძე ალექსანდრ ვერშბოუს შეხვდა
თორნიკე გორდაძე ალექსანდრ ვერშბოუს შეხვდა
11:52 18.09.2012
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თორნიკე გორდაძე და მისის მოადგილე ელენე ხოშტარია, ბრიუსელში  სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს ალექსანდრ ვერშბოუს შეხვდნენ.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიც ესწრებოდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივებთან დაკავშირებული საკითხები და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები განიხილეს. საუბარი შეეხო რეგიონისა და საქართველოს უსაფრთხოების საკითხებს.

როგორც პრესსამსახურში აღნიშნავენ, ნატო-ს მხრიდან დადებითად შეფასდა საქართველოში მიმდინარე რეფორმები და საქართველოს ნატო-სთან ურთიერთობის პოზიტიური დინამიკა.

ვიზიტის ფარგლებში თორნიკე გორდაძე და მისი მოადგილე შეხვედრებს განაგრძობენ.

ბეჭდვა