პაატა დავითაია აშშ-ში IRI- ს ევრაზიის რეგიონალურ დირექტორს შეხვდა
პაატა დავითაია აშშ-ში IRI- ს ევრაზიის რეგიონალურ დირექტორს შეხვდა
11:11 18.09.2012
საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერმა პაატა დავითაიამ  და არასამთავრობო ორგანიზაცია IRI- ს ევრაზიის მიმართულების რეგიონალურმა დირექტორმა შტეფან ნიქსმა.

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ ხელმძღვანელობა დაინტერესდა რამდენად სამართლიანი და თანაბარი პირობებია შექმნილი წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიებისთვის.

ამერიკული მხარე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის გამოცდაა, რომელზეც დამოკიდებული იქნება ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა.

პაატა დავითაია აშშ-ში ვიზიტს განაგრძობს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ამერიკელ სენატორებსა და კონგრესმენებთან.







ბეჭდვა