ონლაინ-ფორმატში ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს რიგით 27-ე შეხვედრა გაიმართება
ონლაინ-ფორმატში ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს რიგით 27-ე შეხვედრა გაიმართება
13:20 03.12.2020
მიმდინარე წლის 3-4 დეკემბერს ონლაინ-ფორმატში ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს რიგით 27-ე შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაში საქართველოს დელეგაციას უხელმძღვანელებს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, რომელიც სიტყვით მიმართავს შეხვედრის მონაწილეებს.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ​გამოსვლისას იგი განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს საქართველო-რუსეთის კონფლიქტზე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით კიდევ უფრო დამძიმებულ ვითარებაზე და ეუთო-ს რეგიონში არსებული გამოწვევების დასაძლევად ეუთო-ს ეფექტიანობის გაზრდის მნიშვნელობაზე.
ბეჭდვა