„ახალი მემარჯვეები“ დღეიდან წინასაარჩევნო შეხვედრებს იმერეთში გამართავენ
„ახალი მემარჯვეები“ დღეიდან წინასაარჩევნო შეხვედრებს იმერეთში გამართავენ
09:01 18.09.2012
„ახალი მემარჯვენეები“ წინასაარჩევნო შეხვედრებს დღეიდან იმერეთში დაიწყებენ. როგორც „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ განაცხადა, პარტიას წინასაარჩევნოდ პიარ-გეგმა გაწერილი აქვს და ოპონენტი პარტიებისგან განსხვავებით მასშტაბური აქციების ჩატარებას არ გეგმავს.

მისივე თქმით, ახალი მემარჯვენეები ყურადღებას მოსახლეობასთან შეხვედრებზე ამახვილებენ და მიიჩნევენ, რომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა საკუთარ ამომრჩეველს ყველა კითხვაზე პასუხი პირადად უნდა გასცენ.

ნაჭყებიას თქმით, იმერეთის შემდეგ, „ახალი მემარჯვენეები“ სააგიტაციო ავტობუსით გურიას და სამეგრელოს ეწვევიან და წინასაარჩევნო შეხვედრებს გამართავენ.

მისივე თქმით, „ახალი მემარჯვენეების“ შეხვედრები არის ის ერთადერთი ოაზისი, სადაც ნებისმიერი მრწამსისა და შეხედულების ამომრჩეველს მისვლის და კითხვის დასმის შესაძლებლობა აქვს.


ბეჭდვა