ნათია თურნავა: მინდა გამოვთქვა ძალიან დიდი იმედი, რომ ოპოზიცია გამოიჩენს კონსტრუქციულობას და შეასრულებს იმ მისიას, რომელიც საკუთარმა ამომრჩეველმა დააკისრა
ნათია თურნავა: მინდა გამოვთქვა ძალიან დიდი იმედი, რომ ოპოზიცია გამოიჩენს კონსტრუქციულობას და შეასრულებს იმ მისიას, რომელიც საკუთარმა ამომრჩეველმა დააკისრა
14:36 21.11.2020
„მეათე მოწვევის პარლამენტი მალე დაიწყებს ფუნქციონირებას. მინდა გამოვთქვა ძალიან დიდი იმედი, რომ ოპოზიცია გამოიჩენს კონსტრუქციულობას და შეასრულებს იმ მისიას, რომელიც საკუთარმა ამომრჩეველმა დააკისრა - შევლენ პარლამენტში და დაუბრუნდებიან საპარლამენტო ცხოვრებას“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ გაკეთებულ კომენტარში.

მინისტრის განცხადებით, საქართველო ბევრი გამოწვევის წინაშე დგას. „ესაა პანდემია, რომელსაც ვებრძვით; ესაა ეკონომიკური სირთულეები, რაც ერთობლივადაა დასაძლევი და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ოპოზიციაც პასუხისმგებლიანად მოიქცეს და ჩაერთოს მათ შესახებ მსჯელობაში, დებატებში და ერთობლივად ვიმუშაოთ მეათე მოწვევის პარლამენტში,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.
ბეჭდვა