„ლეიბორისტიული პარტიის“ პოლიტიკური მდივანი და ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი გუგავა დღეს ამომრჩევლებს შეხვდა.
როგორც „ნიუსპრესს“ „ლეიბორისტული პარტიიდან“ აცნობეს, შეხვედრაზე გიორგი გუგავამ მოსახლეობასთან ერთად, ნაძალადევის რაიონში შექმნილი მძიმე სოციალური პრობლემები და მომავალში მათი მოგვარების გზები განიხილა.
გუგავამ მოსახლეობას 26 სექტემბერს „ლეიბორისტული პარტიის“ მიერ სპორტის სასახლეში დაგეგმილ „მომავლის ყრილობაზე“ მისვლისკენ მოუწოდა.
„26 სექტემბერს მომავლის ყრილობაზე უნდა შევიკრიბოთ, სადაც პარტიის ბრძოლისა და მომავალი გამარჯვების გეგმა გაცხადდება“ - განაცხადა გუგავამ და დასძინა, რომ საზოგადოებამ ხელისუფლებაში დიქტატორული რეჟიმის დარჩენა და ოლიგარქების მოსვლა არ უნდა დაუშვას.
