ქართველმა ემიგრანტებმა პირველი აქცია ბათუმის იუსტიციის სახლთან გამართეს
ქართველმა ემიგრანტებმა პირველი აქცია ბათუმის იუსტიციის სახლთან გამართეს
13:45 17.09.2012
საქართველოში სარფის გავლით ჩამოსულმა ქართველმა ემიგრანტებმა დღეს,  ბათუმის იუსტიციის სახლთან აქცია გამართეს და ხელისუფლებისგან  საარჩევნო უფლების გამოყენების საშუალების მიცემა მოითხოვეს.

როგორც ემიგრანტებმა აქციაზე განაცხადეს, მათ არჩევნებში ხმის მიცემის კონსტიტუციური უფლება ჩამოერთვათ და საარჩევნო რესგისტრაციის გავლის საშუალება არ ეძლევათ. ყველა ემიგრანტს სიმბოლურად სატელიტური ანტენა ეჭირა.

„სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებმა ემიგრანტებმა გადავწყვიტეთ ერთ ქვეყანაში შევკრებილიყავით. სტამბოლი ავირჩიეთ, რადგან ის ყველასთვის მისაღები იყო, თეფშებიც იქვე შევიძინეთ 77 დოლარად და ახლობლებს უნდა ვაჩუქოთ. 21-ე საუკუნეში ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს საშუალება უყუროს იმას, რაც სურს და მოსწონს“ - აცხადებენ ემიგრანტები.

დღეს დილით სარფის საზღვარი 100-ზე მეტმა ემიგრანტმა ორი ავტობუსით გადმოკვეთა. ავტობუსზე დატანილი წარწერის მიხედვით, ისინი საქართველოში ესპანეთიდან, ამერიკიდან, გერმანიიდან, ბელგიიდან, ჰოლანდიიდან, ავსტრიიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან, ესპანეთიდან, საბერძნეთიდან და საფრანგეთიდან ჩამოვიდნენ.

ემიგრანტების რამდენიმე ავტობუსს სარფში ხვალისთვისაც ელოდებიან.

ბეჭდვა