ივანიშვილი - საგარეო საქმეთა მინისტრებს დავუსაბუთეთ, რომ ჩვენი სტრატეგია ევროატლანტიკური ინტეგრაციაა
ივანიშვილი - საგარეო საქმეთა მინისტრებს დავუსაბუთეთ, რომ ჩვენი სტრატეგია ევროატლანტიკური ინტეგრაციაა
12:48 17.09.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თბილისში ვიზიტით მყოფი ხუთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, კოალიციის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტით დაინტერესდა.

როგორც მათთან შეხვედრის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, მინისტრებმა შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ ისინი საქართველოში ჩამოვიდნენ არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის, არამედ ქართველი ხალხის მხარდასაჭერად.

ივანიშვილის თქმით, მათ შეხვედრაზე განაცხადეს, რომ პატივს სცემენ დემოკრატიულ და თავისუფალ არჩევნებს.

„ისინი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ კოალიციის ხედვით დაინტერესდნენ. დავუსაბუთეთ, რომ ჩვენი სტრატეგია ევროატლანტიკური ინტეგრაციაა. მათ დააზუსტეს რუსეთთან ურთიერთობის შესახებ ჩვენი ხედვაც“ - განაცხადა ივანიშვილმა.

საქართველოში მყოფი ჩეხეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, ლიტვის და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები ამ წუთებშიეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარეს გიგა ბოკერიას ხვდებიან. დაგეგმილია მათი შეხვედრები პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილთან და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან.

ოპოზიციური სპექტრიდან მინისტრები მხოლოდ კოალიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ბეჭდვა