საქართველოში ვიზიტით მყოფი ლიტვის, ბულგარეთის, ჩეხეთის, ლატვიისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ამ წუთებში სასტუმრო „თბილისი
მარიოტში“, კოალიცია „ქართული ოცნებაში“ შემავალი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ხვდებიან.
შეხვედრაში კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილიც მონაწილეობს. შეხვედრამდე მედიისთვის კომენტარი არ გაკეთებულა.
ხუთი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელს გრიგოლ ვაშაძესაც შეხვდნენ.
შეხვედრაზე მინისტრებმა განიხილეს საქართველოში წინასაარჩევნო ვითარება და არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების მნიშვნელობა, ასევე, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებში სამხრეთ კავკასიაში და ევროალტანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი.
ლიტვის, ბულგარეთის, ჩეხეთის, ლატვიის და რუმინეთის მინისტრები დღეს საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდებიან. ასევე, დაგემილია შეხვედრა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან.
